კვებითი ალერგია 

კვებითი ალერგია 

  კვებითი ალერგია 21-ე საუკუნის დაავადებაა. ამ დიაგნოზით მცხოვრებ ადამიანებს, სხვადასხვა საკვებზე ყოველდღიურად უწევთ უარის თქმა. რეაქცია ალერგენების გარკვეული ჯგუფის მიმართ დაძლევადია, თუმცა, არ არის გამორიცხული ზოგიერთი საკვები პროდუქტების მიმართ ალერგია ადამიანს ცხოვრების ბოლომდე გაჰყვეს.

 

კვებითი ალერგია ვლინდება ალერგენის მქონე საკვების მიღების შემთხვევაში. გამოყოფენ ყველაზე გავრცელებულ კვებით ალერგენებს:

  • რძე
  • კვერცხი
  • თევზი, კიბოსნაირი და მოლუსკები
  • მიწისთხილი, ნიგოზი და თხილი
  • ხორბალი
  • სოიო

 

  ალერგიული გამოვლინება შესაძლებელია იყოს ძალიან რთული, როგორიც არის ანაფილაქსიური შოკი. ასევე - მსუბუქი და ნაკლებად მძიმე სიმპტომებმა იჩინოს თავი. როგორებიცაა:

  • ატოპიური დერმატიტი, კანის სიწითლე, ჭინჭრის ნასუსხი, კიდურების შეშუპება;
  • ალერგიული რინიტი, ცხვირის გაჭედვა, სუნთქვის გაძნელება;
  • ყელის ან ენის შეშუპება;
  • ასთმა.

  კვებითი ალერგია განსაკუთრებით ბავშვებში არის გავრცელებული. ჩვილობის ასაკიდან მოყოლებული პატარებს მუდმივად უწევთ სხვადასხვა სახის საკვებთან შეგუება. ყოველი ახალი ნივთიერების მიღება განსაკუთრებულ ყურადღებას და სიფრთხილეს საჭიროებს, რადგან შესაძლოა განვითარდეს სწრაფი ალერგიული რეაქცია. უმეტესად, რაც უფრო სწრაფად ვლინდება ალერგიული რეაქცია მით მეტია ალბათობა მისი რთული ფორმით მიმდინარეობის. ამიტომ, პირველივე სიმპტომის აღმოჩენისთანავე განსაკუთრებული ყურადღება არის საჭირო.

 

  კვებითი ალერგიისგან თავის არიდებისთვის აუცილებელია რაციონიდან ალერგენების  შემცველი პროდუქტების სრულად ამოღება. ალერგიული პროცესი დაჩქარდება, თუ ადამიანი ალერგენებთან ერთად ალკოჰოლსაც მიიღებს ან ფიზიკურად დაიტვირთება.

 

  გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ალერგენის შემცველი პროდუქტების მირთმევამ არამედ მათთან შეხებამ  და დაყნოსვამ. თუმცა ეს იქნება შედარებით სუსტი ფორმა და არ გამოიწვევს გართულებებს.

 

  მნიშვნელოვანია ალერგიის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოთ ექიმს და ისწავლოთ როგორ მართოთ რეაქციები, რომ თავიდან აირიდოთ შემდგომი გართულებები.