ტექნოლოგია

FotoFinder bodystudio

FotoFinder bodystudio

მრავალპროფილურ კლინიკა “კანში” დიაგნოსტიკა ხდება მსოფლიოში აღიარებული, ულტრათანამედროვე, გერმანული FotoFinder bodystudio-ს აპარატის დახმარებით, რაც უზრუნველყოფს ექიმის მიერ ზუსტი დიაგნოზის დასმას და სრულყოფილი მკურნალობის დანიშვნას.

აპარატი აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით და მაღალი გარჩევადობის ვიზუალური ეფექტის მიღების საშუალებას იძლევა. გამოიყენება სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა დერმოსკოპია, სხეულის მთლიანი რუკის შედგენა, თმის ღერის სტრუქტურის შესწავლა, კლინიკური თუ ესთეტიკური დერმატოლოგიური კვლევა.


FotoFinder bodystudio, გამოიყენება ევროპასა და ამერიკაში.

შესაძლებელია:

  • კანის კომპიუტერული დიაგნოსტიკა; 
  • ხალის კომპიუტერული დიაგნოსტიკა; 
  • მკურნალობა ევროპული და ამერიკული სტანდარტებით; 
  • ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ პაციენტთან;
  • ჩვენი კონსულტანტები ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან;
  • გუნდური მიდგომა; 
  • საერთაშორისო მრავალწლიანი გამოცდილება; 
  • ხალის რისკ-ფაქტორის განსაზღვრა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით.


     

FotoFinder ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, მომავალი უკვე რეალობაა. 

საერთაშორისო, მრავალწლიანი გამოცდილება, მკურნალობის თანამედროვე, ამერიკული სტანდარტები, თქვენი ჯანმრთელობის და სიმშვიდის გარანტია.

Tricho LAB

Tricho LAB

Tricho LAB არის უახლესი და ინოვაციური სადიაგნოსტიკო პროგრამა, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით. გამოიყენება სკალპის და თმის გამოკვლევაში. შესაძლებლობას იძლევა მაქსიმალური სიზუსტით დადგინდეს თმის ცვენის, ან სხვა მასთან დაკავშირებული გართულებების მიზეზები.

თავის კანის და თმის ყველა პარამეტრი განისაზღვრება უპრეცედენტო სიზუსტით  სწრაფად და უმტკივნეულოდ. ხელოვნური ინტელექტის მართვის საექსპერტო სისტემა ავტომატურად ითვლის თმის რაოდენობას, სიმკვრივეს, ღერის სტრუქტურას, ციკლურობას, სიგრძეს და ზრდის ტემპს, ფოლიკულური ჯგუფების (გრაფტები) რაოდენობას და ერთეულო ღერების შემცველობას.

TrichoLAB -ის ხელოვნური ინტელექტის მქონე პროგრამა საშუალებას იძლევა სკალპის და თმის დარღვევების ზუსტი შეფასების საფუძველზე დადგინდეს საჭიროებები და შემუშავდეს ინდივიდუალური, მორგებული მკურნალობა მაქსიმალური ეფექტის მისაღებად.