Tricho LAB

Tricho LAB არის უახლესი და ინოვაციური სადიაგნოსტიკო პროგრამა, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით. გამოიყენება სკალპის და თმის გამოკვლევაში. შესაძლებლობას იძლევა მაქსიმალური სიზუსტით დადგინდეს თმის ცვენის, ან სხვა მასთან დაკავშირებული გართულებების მიზეზები.

თავის კანის და თმის ყველა პარამეტრი განისაზღვრება უპრეცედენტო სიზუსტით  სწრაფად და უმტკივნეულოდ. ხელოვნური ინტელექტის მართვის საექსპერტო სისტემა ავტომატურად ითვლის თმის რაოდენობას, სიმკვრივეს, ღერის სტრუქტურას, ციკლურობას, სიგრძეს და ზრდის ტემპს, ფოლიკულური ჯგუფების (გრაფტები) რაოდენობას და ერთეულო ღერების შემცველობას.

TrichoLAB -ის ხელოვნური ინტელექტის მქონე პროგრამა საშუალებას იძლევა სკალპის და თმის დარღვევების ზუსტი შეფასების საფუძველზე დადგინდეს საჭიროებები და შემუშავდეს ინდივიდუალური, მორგებული მკურნალობა მაქსიმალური ეფექტის მისაღებად.

სხვა ტექნოლოგიები