მეტეორიზმი

მეტეორიზმი

მეტეორიზმი არის მუცლის შებერილობა, როდესაც ნაწლავები ივსება დიდი რაოდენობით აირებით, იწვევს ტკივილს და დისკომფორტს. ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავებში ყოველთვის არის აირების გარკვეული რაოდენობა. დღე - ღამის განმავლობაში სხვადასხვა გზით ორგანიზმში ხვდება ჰაერი და გამომუშავდება აირები.  ეს შეიძლება მოხდეს: საკვების მიღების დროს, მონელების პროცესში, ფიზიკური დატვირთვის დროს რაც ბუნებრივი პროცესია. მაგრამ, როდესაც გადაჭარბებული რაოდენობის აირები გროვდება ან ხანგრძლივად რჩება ნაწლავებში, არასასიამოვნო სიმპტომებს იწვევს და შემაწუხებელია. ასეთი ტიპის შებერილობა შესაძლებელია სხვა დაავადების სიმპტომადაც კი მივიჩნიოთ.

მეტეორიზმის ნიშნებია:

  • მუცლის დაჭიმულობა და სპაზმი 
  • მუცლის ყურყური და უსიამოვნო ხმაური
  • ტკივილი
  • გახშირებული ბოყინი
  • აირების გამოყოფა (მათ შორის უნებლიე)

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირები ორი გზით ხვდება: ადამიანი ყლაპავს მას ან ნაწლავებში წარმოიქმნება ქიმიური რეაქციების შედეგად. 

გახშირებული ან ქრონიკული მეტეორიზმი აუცილებლად საჭიროებს დიაგნოსტიკას რომ დადგინდეს მისი გამომწვევი მიზეზი. რადგან მხოლოდ აირებთან ბრძოლა პრობლემას ვერ მოაგვარებს. მიზეზი შეიძლება იყოს საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა, ასეთ დროს ორგანიზმი საჭირო ნივთიერებების სრულყოფილად შეწოვა ვერ ხერხდება. 

შებერილობის გამომწვევი მიზეზი ბევრი შეიძლება იყო. მაგალითად:

  • რძის აუტანლობა
  • ხილის აუტანლობა
  • პარკოსნების აუტანლობა
  • გლუტენის აუტანლობა
  • სწრაფად ჭამა
  • ერთბაშად დიდი რაოდენობით საკვების მიღება;
  • შეკრულობა
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
  • საკვერცხეების დაავადებები
  • მენსტრუაცია
  • ასკარიდოზი (ჭია)

პრევენციისთვის და მუცლის შებერილობის შემთხვევების შესამცირებლად აწარმოეთ კვებით პროცესზე  დაკვირვება, ამოიღეთ რაციონიდან ის პროდუქტები რომლებიც მეტეორიზმს იწვევენ. ტკივილის შესამსუბუქებლად დაგეხმარებათ მუცლის ნაზი მასაჟი და ფიზიკური აქტივობა, კერძოდ კი ფეხით სიარული, რათა ამოქმედდეს ნაწლავები რომ გამოდევნოს აირები.

მაგრამ გახანგრძლივებული და გახშირებული შემთხვევების არსებობის დროს აუცილებელია მიმართოთ ექიმს და კვლევების შედეგად დაადგინოთ რა არის გამომწვევი მიზეზი.