მენსტრუალური ციკლის დარღვევა

მენსტრუალური ციკლის დარღვევა
მენსტრუალური ციკლის დარღვევა

  გოგონებში მომწიფების ასაკის მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მენსტრუალური ციკლის დაწყება. ამ დროს ორგანიზმში ბევრი ცვლილება მიმდინარეობს და საყურადღებოა. მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ჰორმონულ ბალანსს და ციკლის პერიოდულობის აღწერა მოვახდინოთ. 

 

  მენსტრუაცია დასაწყის ეტაპზე დასაშვებია არასისტემური იყოს. თუმცა 6-12 თვის პერიოდში ნორმის ფარგლებში უნდა მოთავსდეს და პერიოდული სახე მიიღოს. 

 

  მენსტრუალური ციკლის დაწყების კონკრეტული ასაკი არ არსებობს. გოგონების ნაწილი ადრე იწყებს, ნაწილი შედარებით გვიან. ამიტომ მნიშვნელოვანია ინდივიდუალურად დავაკვირდეთ და პროფილაქტიკური კვლევებისთვის მივმართოთ ენდოკრინოლოგს და გინეკოლოგს. 

 

  ოვულაცია მენსტრუალური ციკლის ნაწილია. საკვერცხეში იწყება კვერცხუჯრედის მომწიფება. განაყოფიერების შემთხვევაში ხდება ორსულობა. ხოლო გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ლორწოვანთან ერთად ჩამოიშლება და ადგილი აქვს მენსტრუალურ სისხლდენას.

 

  მენსტრუაცია 3-7 დღე გრძელდება და 21-35 დღიანი ინტერვალით ხასიათდება. 

მენსტრუალური ციკლის დარღვევა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს და მისი გამომწვევი სხვადასხვა დაავადებები იყოს. ესენია:

  • სასქესო ორგანოების დისფუნქცია
  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები
  • ჰორმონალური დარღვევები
  • მწვავე და ქრონიკული ინფექციები
  • სიმსუქნე და ხანგრძლივი დიეტები
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა
  • ნერვული სისტემის პრობლემები
  • ვიტამინების დეფიციტი

 

საყურადღებოა მენსტრუალური ციკლის რიტმის და ხანგრძლივობის ცვლილება, ასევე ინტენსივობის დარღვევაც.

დიაგნოსტიკის პროცესში პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ჰორმონალური ბალანსი, ჩატარდეს ულტრაბგერითი კვლევა და გამოკვლეული იქნას სხვა ორგანოების ჯანმრთელობა. მხოლოდ ამის შემდეგ ინიშნება მკურნალობა.