საშვილოსნოს ყელის ეროზია

საშვილოსნოს ყელის ეროზია

  ქალის ჯანმრთელობის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მისი რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებაა. დღევანდელ რეალობაში ხშირია საშვილოსნოს ყელის დაავადებები რაც მრავალი ფაქტორით არის გამოწვეული. 

 

  ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად შესაძლოა მივიჩნიოთ საშვილოსნოს ყელის (წყლული) ეროზია. როდესაც ხდება ლორწოვანი გარსის დაზიანება. ეს არის ნორმალური მდგომარეობის დარღვევა რომელიც შეიცავს როგორც მექანიკურ ასევე ქიმიური ზემოქმედების შედეგად ვითარდება ეპითელიუმის არანორმალური მდგომარეობა.

 

დაავადების გამომწვევი რისკ-ფაქტორებია:

  • მშობიარობის შემდგომი ტრავმები, დეფორმცია და ნახეთქები
  • ხშირი აბორტები
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
  • ჰორმონალური ფონის დარღვევა
  • ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები: სპირალი, ჰორმონალური აბები
  • ბევრი სხვადასხვა სქესობრივი პარტნიორი

 

სიმპტომები რომლის სახითაც საშვილოსნოს ყელის ეროზია შეიძლება გამოვლინდეს ადვილად შესამჩნევია. ესენია:

  • ტკივილი და სისხლიანი გამონადენი სქესობრივი აქტის დროს
  • ვაგინალური გამონადენი 
  • მენსტრუაციის დარღვევები

 

  ეროზიის დიაგნოსტიკა შესაძლებელია კვლევების საფუძველზე. უმთავრეს მეთოდს წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის აპარატურული დათვალიერება - კოლპოსკოპია. ასევე ტარდება ციტოლოგიური და PCR ანალიზები.


დროული დიაგნოსტიკა და სწორად დანიშნული მკურნალობა მნიშვნელოვანია!