ატოპიური დერმატიტი

ატოპიური დერმატიტი

ატოპიური დერმატიტი (AD) – ქრონიკული, გენეტიკურად განპირობებული ალერგიული ბუნების კანის ანთებითი დაზიანებაა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ერთი ან რამდენიმე ფაქტორით: ალერგენით, რომელიც ბავშვის ორგანიზმში აღწევს საკვებით, კანის კონტაქტით ტანსაცმელთან  ან ჰაერწვეთოვანი გზით (მტვრის შესუნთქვით).

 

ატოპიური დერმატიტი ბავშვებში

ატოპიური დერმატიტი ბავშვებში, ჩვეულებრივ, ვითარდება ადრეულ ასაკში (ყველაზე ხშირად – 2-3 თვე) და გადის 3-4 წლისთვის, მაგრამ შეიძლება დარჩეს მთელი ცხოვრება. აღსანიშნავია, რომ დერმატიტი ახალშობილებში, თავს იჩენს დაბადებიდან ორი თვის შემდეგ.

 

რისკი ატოპიური დერმატიტის განვითარების იზრდება ალერგიული რეაქციების მიმართ მემკვიდრეობითი მიდრეკილების შემთხვევაში, ისევე, როგორც თუ მომავალი დედა ორსულობის დროს მიირთმევს დიდი რაოდენობით ალერგენებს (ციტრუსები, ხილი, მარწყვი, და ა.შ.), განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრში.

 

ატოპიური დერმატიტი – არ არის კანის დაავადება. ეს არის ბავშვის ორგანიზმის შიდა პრობლემების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოუმწიფებლობის გამოვლინება. სიტუაცია ასეთია,ზოგიერთი ნივთიერება ორგანიზმში არ შეიწოვება, არ მუშავდება კუჭ-ნაწლავის მიერ, ნეიტრალიზებულია ღვიძლით ან გამოიდევნება თირკმელებით და ფილტვებით. ეს ნივთიერები გარკვეული რეაქციების შედეგად, იძენენ ანტიგენის თვისებებს (ორგანიზმისათვის უცხო ნივთიერებები) და იწვევენ ანტისხეულების გამომუშავებას. ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსი ახდენს გამონაყარის გამოჩენის პროვოცირებას.

 

ნებისმიერი ალერგიული გამონაყარი – შედეგია. მიზეზი – ორგანიზმის კონტაქტი გარკვეული ნივთიერებებთან, რომლებიც სპეციალურად ამ ორგანიზმისათვის არიან ალერგიის წყარო – ალერგენები.

 

ატოპიური დერმატიტის სიმპტომები

  • ბავშვის საკვებში ძროხის რძის ცილის შემცველობა ხშირად ხელს უწყობს დერმატიტის პირველი ნიშნების გამოვლენას, ასევე კვერცხი, ციტრუსები, მარწყვი, შვრია და სხვა მარცვლეული. თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, დიათეზი შეიძლება განვითარდეს დედის მიერ ამ პროდუქტების მოხმარების შედეგად. უფრო იშვიათად გამონაყარი ჩნდება, ტანსაცმლის სარეცხი საშუალებებით გარეცხვის შედეგად.
  • ატოპიური დერმატიტი მიმდინარეობს გამწვავებებითა და რემისიებით. გამწვავება შეიძლება განპირობებული იყოს დიეტის დარღვევით, ამინდის მკვეთრი ცვლილებით, სხვა დაავადებების ფონზე, დისბაქტერიოზით, ვაქცინაციით, და ა.შ. ამავე დროს, ზღვაზე მოგზაურობამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ბავშვის მდგომარეობა.
  • ბავშვებში დერმატიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები არის სიწითლე, სიმშრალე და აქერცვლა ლოყებზე (სიწითლე შეიძლება შემცირდეს ან მთლიანად გაქრეს სიცივეში გასვლის დროს და შემდეგ განახლდეს). ადრეული ასაკიდან ამ ჩვილებს შეიძლება ჰქონდეთ მშრალი კანი. შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა გამონაყარი.
  • ასეთ ბავშვებს ასევე ახასიათებს “გეოგრაფიული” ენა, გაჭიანურებული კონიუნქტივიტი, რინიტი. გაციება ხშირად მიმდინარეობს ობსტრუქციული სინდრომით (სასუნთქი გზების პრობლემები ) ან ცრუ კრუპი (ლარინგიტი), შეიძლება ჰქონდეს კუჭ-ნაწლავის პრობლემები (ყაბზობა ან დიარეა). სხეულის წონა ხშირად იზრდება არათანაბრად.

ცხოვრების მეორე წლის ბოლოსათვის ატოპიური დერმატიტის გამოვლინებები ბავშვებში, როგორც წესი, მცირდება და თანდათანობით ქრება, მაგრამ ზოგიერთ ბავშვს შეიძლება გადაეზარდოს სერიოზულ ალერგიულ დაავადებაში, როგორიცაა ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ პატარა სხეულს გადაიტანოს ეს პერიოდი მინიმალური რისკით და გამოვიდეს მდგომარეობიდან.

დერმატიტის მცირე გამოვლინებების დროსაც კი ბავშვი აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ ექიმს.