ჭინჭრის ციება

ჭინჭრის ციება

ურტიკარია, რომელიც ხშირად მოიხსენიება როგორც ,,ჭინჭრის ციება", კანის ალერგიული დაავადებაა. ის ჩვენს სხეულზე  ჩნდება შეშუპების და წითელი ლაქების სახით. ჭინჭრის ციება იწვევს ძლიერ ქავილს. ხშირ შემთხვევაში მისგან გამოწვეული გამონაყარი რამდენიმე საათში ქრება, თუმცა შესაძლებელია ეს დრო გახანგრძლივდეს ან დაავადებამ გაქრობის შემდეგ განმეორებით იჩინოს თავი. ჭინჭრის ციება იყოფა  შემდეგ კატეგორიებად: მწვავე, პერიოდული და ქრონიკული.

ჭინჭრის ციების შედარებით რთულ ფორმებად მოაზრება მწვავე და ქრონიკული. მწვავე ჭინჭრის ციება შეიძლება 6 კვირამდე გაგძელდეს, ხოლო ქრონკული ვარიანტი 6 კვირაზე დიდხანსაც შეიძლება შემოგვრჩეს. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ დროულად მივმართოთ ექიმს და დავიწყოთ მკურნალობის კურსი.

აქვე უნდა ითქვას, რომ ჭინჭრის ციება საკმარისი ცოდნის გარეშე შეიძლება აგვერიოს სხვა დერმატოლოგიურ დაავადებებში, რომლებსაც მსგავსი გამოვლინებები და ნიშნები აქვს. სწორედ ამიტომ დაავადების დიაგნოსტიკა სპეციალისტის მიერ უნდა განხორციელდეს.

 

ჭინჭრის ციების სიმპტომები და ამოსაცნობი ნიშნები

ჭინჭის ციება ჩვენს კანზე შეშუპებასა და წითელი ლაქების გაჩენას იწვევს - უკეთესი ვიზუალიზაციისთვის იხილეთ სტატიაში მოცემული ჭინჭრის ციების ფოტო. რაც შეეხება ჭინჭრის ციების მგრძნობელობით მხარეს - დაავადება იწვევს ძლიერ ქავილის შეგრძნებას, რომელიც საკმაოდ ართულებს ყოველდღიური საქმიანობის შესრულებას.

 

ჭინჭრის ციების ვიზუალური გამოვლინებებია:

  • გაუფერულებული, მკვეთრი ბუშტუკები, რომლებიც შეიძლება იყოს წრფივი, წრიული ან რკალისებური.  შესაძლოა გამოვლინდეს კანის ნებისმიერ ადგილას. არის წარმავალი და მიგრაციული. ასევე, შეიძლება სწრაფად გაერთიანდეს და გავრცელდეს დიდ მონაკვეთზე;
  • ტუჩების, ენისა და ხორხის ანგიოედემა;
  • ინდივიდუალური ურტიკარიული დაავადებები არის მტკივნეული, ხანგრძლივი და ტოვებს ნაშთს ჰიპერპიგმენტაციის სახით;
  • სკლერის სიყვითლე, ღვიძლის გადიდება;
  • პნევმონია და ასთმა;
  • სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექცია.
     

ჭინჭრის ციების გამომწვევი მიზეზები

დაავადების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას მნიშვნელოვანია კარგად გავიგოთ მისი გამომწვევი მიზეზებით, რათა სამომავლო პრევენცია შევძლოთ. გიზიარებთ ქრონიკული ან პერიოდული ურტიკარიის დაავადების  გამომწვევ ფაქტორებს

  • მაპროვოცირებლები როგორიცაა: სითბო,  სიცივე,  წნევა,  ვარჯიში,  მზე,  ემოციური სტრესი ან ქრონიკული დაავადებები;
  • სხვა ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ გამონაყარის გარეშე ქავილი, როგორებიცაა: დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, პირველადი ბილიარული ციროზი, დერმატოლოგიური დარღვევები;
  • ბოლოს გადატანილი ავადმყოფობა;
  • გამოყენებული მედიკამენტები;
  • მოგზაურობა;
  • საკვები;
  • ალკოჰოლის მიღება;
  • ორსულობა.

 

დიაგნოზის დასმა

პაციენტმა, რომელსაც ქრონიკული ან პერიოდული ჭინჭრის ციება აწუხებს, უმჯობესია მიმართოს ექიმ-დერმატოლოგს შემდგომი შეფასებისა და მკურნალობისთვის. დიაგნოზის დასმის პროცესში ექიმს შესაძლოა დასჭირდეს ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.