მიკოპლაზმა

მიკოპლაზმა

მიკოპლაზმა - (Mycoplasma genitalium (MG)) არის ბაქტერია. გადაეცემა სექსუალური კონტაქტის საშუალებით და შეუძლია გამოიწვიოს სქესობრივი გზით გადამდები დაავადება. 

MG ყოველთვის არ ვლინდება სიმპტომების სახით, ამიტომ შესაძლებელია დაინფიცირებულმა პირმა ვერ შეამჩნიოს მისი არსებობა. 

მიკოპლაზმისგან გამოწვეული გართულებებია:

  • მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები - ქალებში;
  • დაორსულების შეფერხება;
  • საშვილოსნოს ყელის ანთება;
  • ურეთრიტი როგორც მამაკაცებში ასევე ქალებში.

 

დაავადების გამოხატული ნიშნები სხვადასხვაგვარია.

სიმპტომები მამაკაცებში:

  • გამონადენი სასქესო ორგანოდან;
  • ტკივილი, წვა ან ჩხვლეტა შარდვისას.

 

სიმპტომები ქალებში:

  • გამონადენი საშოდან;
  • სისხლმდენი და მტკივნეული სქესობრივი აქტი;
  • ტკივილი მენჯის არეში;
  • ვაგინალური სისხლდენა მენსტრუალურ პერიოდებს შორის.

 

მიკოპლაზმოზი ადრეულ სტადიაზე თერაპიულ მკურნალობას მარტივად ემორჩილება. მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და კვალიფიციური ექიმის ჩართულობა.

 

დიაგნოსტიკისთვის ტარდება კვლევები:

  • შარდის ანალიზი; 
  • ენდომეტრიული და ცერვიკალური ნაცხის ანალიზი; 
  • ენდომეტრიუმის ბიოფსიური კვლევა.

 

მკურნალობა შესაძლებელია კლინიკა „კანში” უახლესი სტანდარტებით, სრულიად უმტკივნეულოდ და სწრაფად!

 

კონსულტაცია უფასოა.

 

კონფიდენციალურობა დაცულია და მკაცრად კონტროლდება!