ქლამიდიოზი

ქლამიდიოზი

ქლამიდიოზი სქესობრივი გზით გადამდებ (სგგდ) დაავადებათა რიგს განეკუთვნება, რომელსაც იწვევს ბაქტერია ქლამიდია და თანაბრად ავადდება ორივე სქესის წარმომადგენელი. 


ორგანიზმის გარეთ ქლამიდია - ბაქტერია მალე იღუპება. ის არ გადაეცემა: საერთო ტუალეტის ან აბაზანის გამოყენებით, კარის სახელურით, საცურაო აუზებით, საერთო ტანსაცმლის და ნივთების ტარებით. დაინფიცირების რისკს ზრდის ადრეულ ასაკში დაწყებული სქესობრივი ცხოვრება, პარტნიორების ხშირი ცვლა, დაუცველი სექსი და გადატანილი სხვა სგგდ ინფექციები.


ქლამიდიოზი ჩვეულებრივ სექსუალური აქტის დროს (ანალური, ორალური, ვაგინალური) გზით გადადის და 1-3 კვირის განმავლობაში გამოხატული სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. შემდგომ ჩნდება გარკვეული სახის ჩივილები. 

 

რა სიმპტომები აქვს ინფიცირებულ პაციენტს? 

  • წვა - შარდვის დროს;
  • ტკივილი - სქესობრივი აქტისას;
  • სასქესო ორგანოდან ლორწოვანი გამონადენი;
  • ერექციის დარღვევა;
  • საერთო სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მატება.

თუ ადამიანი დროულად არ მიმართავს სპეციალისტს, შესაძლებელია განვითარდეს ათეროსკლეროზი, ცისტიტი და ასთმა. 

 

ქლამიდიოზის განკურნება შესაძლებელია? 

ქლამიდიოზის მკურნალობა დროული დიაგნოსტირებით შესაძლებელია. აუცილებელია სპეციალისტის მიერ დანიშნული ლაბორატორიული კვლევებისა და სწორად შერჩეული მკურნალობის კურსის ჩატარება. თვითნებურად ნებისმიერი ტიპის მედიკამენტების მიღებამ შესაძლოა ინფექციის გამწვავება და რიგი გართულებები გამოიწვიოს. ასევე, დაავადების უყურადღებოდ დატოვება სერიოზულ რისკს წარმოადგენს, რაც შეიძლება იყოს: 

  • ნაადრევი მშობიარობა, ორსულობის შეწყვეტა ან მუცლადყოფნის პერიოდში ახალშობილზე ბაქტერიის გადაცემა;
  • ქრონიკული ანთება;
  • უშვილობა - ორივე სქესის წარმომადგენლებში.



 

ქლამიდიოზის შემთხვევაში ანალიზები ტარდება სპეციალური წკირით, ფუნჯით ან/და ზონდით, რომლის საშუალებითაც შარდსადენი მილიდან (ურეთრა) ხდება ნაცხის აღება. პროცედურისას იზრდება ურეთრის დაზიანების რისკი, დისკომფორტის გარდა ანალიზის აღების შემდგომ პერიოდში პაციენტებს აღენიშნებათ წვისა და ქავილის შეგრძნება, რომელიც განსაკუთრებით მწვავდება შარდვის დროს. 

 

კლინიკა „კანში“ქლამიდიოზის დიაგნოსტირება და გამოკვლევა ხდება შარდით PCR -პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით, რაც ანალიზების ჩაბარების პროცესს სრულიად უმტკივნეულოს და კომფორტულს ხდის. დნმ მარკერებზე გამოკვლევის მეთოდი საშუალებას იძლევა100%-იანი სიზუსტით მოხდეს გამოვლენა, რაც თავის მხრივ აიოლებს დროულ და ეფექტურ მკურნალობას.

 

ქლამიდიოზის მკურნალობა შესაძლებელია ჩვენს კლინიკაში, უახლესი სტანდარტებით, სრულიად უმტკივნეულოდ და სწრაფად! 

კონსულტაცია უფასოა.

 

კონფიდენციალურობა დაცულია და მკაცრად კონტროლდება!