ადენოიდების ჰიპერტროფია

ადენოიდების ჰიპერტროფია

ადენოიდები არიან ლიმფოიდური ქსოვილები, რომლებიც ცხვირ-ხახაში მდებარეობს და აქვს ყველა ბავშვს, გამონაკლისის გარეშე. ისინი იმუნური სისტემის პერიფერიული ორგანოა და ლიმფოიდური რგოლის ნაწილი, რომელშიც ასევე შედის ნუშურა ჯირკვლები.  მათი მთავარი ფუნქციაა ბავშვის ორგანიზმში შეღწევადი ბაქტერიების ან ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლა.

 

ადენოიდური ქსოვილის მომატება (ჰიპერტროფია) განპირობებულია ვირუსული ან ბაქტერიოლოგიური ხასიათის ხშირი რესპირატორული და ალერგიული დაავადებებით. ამიტომ ადენოიდური ქსოვილის ჰიპერტოფიის (გადიდების) პიკი დგება 3-7 წლის ასაკში. შემდეგ, 10-12 წლის ასაკისთვის ეს ქსოვილი თანდათან მცირდება. 

 

მოზრდილებში ადენოიდური ქსოვილი არ არსებობს.

 

ადენოიდების ანთებას ადენოიდიტი ეწოდება. ძირითადი სიმპტომები, რომლებსაც მშობლებმა ყურადღება აუცლებლად უნდა მიაქციონ. არის:

  • გამონადენი ცხვირიდან
  • პირით სუნთქვა
  • ხვრინვა და მოუსვენარი ძილი 
  • დილის ხველა (ღამის განმავლობაში ცხვირ-ხახიდან გამონადენის დაგროვების გამო) 
  • სმენის დაქვეითება, მორეციდივე ოტიტები (შუა ყურის ანთებები)
  • სწრაფად დაღლა, აპათია, რომელიც გამოწვეულია თავის ტვინში ჟანგბადის უკმარისობით.

 

ადენოიდიტის მკურნალობა იყოფა კონსერვატიულ და ქირურგიულ მეთოდებად. კონსერვატიული მკურნალობა მშობლებისგან, უპირველეს ყოვლისა, დიდ მოთმინებას საჭიროებს, აუცილებელია ბავშვმა ისწავლოს ცხვირის სწორად მოვლა დღეში რამდენჯერმე. 

 

როდესაც კონსერვატიული მკურნალობა არაეფექტურია, მაშინ ექიმი ქირურგიულ ჩარევას წყვეტს და ეს ყოველთვის არ არის დამოკიდებული მხოლოდ ადენოიდების ხარისხზე. ყველაზე ხშირად, ქირურგიული მკურნალობის ჩვენებაა: 

  • ცხვირით სუნთქვის სრული არარსებობა 
  • მორეციდივე შუა ოტიტი (ტუბო-ოტიტი) 
  • ძილის აპნოე (ძილში სუნთქვის შეკავება)
  • სმენის მუდმივი დაკარგვა.

 

ბავშვებში სურდო არ უნდა ჩაითვალოს, მარტივ და ჩვეულებრივ გაციებად. მას შეუძლია მთელი რიგი გართულებები გამოიწვიოს. ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან ადრეული ვიზიტი და კომპეტენტური მკურნალობა, ადენოიდების ჰიპერტროფიის არიდების საშუალებას იძლევა.