გაციება

გაციება

გაციება მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა, რომელიც უმეტესად სეზონური ხასიათით გამოირჩევა და ცივ ამინდებს უკავშირდება. თუმცა გაციების შემთხვევები არასეზონურადაც ხშირად გვხვდება. მისი გამომწვევი მიზეზი 200 -ზე მეტი ვირუსული ინფექცია შეიძლება გახდეს. 

 

საშუალოდ, მოზრდილებში ავადობის სიხშირე შეადგენს 2-4 ინფექციას წელიწადში. სიმპტომები როგორც წესი უარესდება 1-3 დღის განმავლობაში და ქრება ერთი კვირის შემდეგ. მაგრამ, შესაძლოა დატოვოს პოსტინფექციური ხველა კვირების მანძილზე. 

 

დაავადების ყველაზე გავრცელებული კლინიკური სიმპტომებია: სუნთქვის გაძნელება, გამონადენი ცხვრიდან, ცემინება, ხველა, კისრის და ყბისქვეშა ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ფარინგიტი, კონიუნქტივიტი, დაბალი ხარისხის ცხელება, თავის ტკივილი. კუნთების ტკივილი, დაღლილობა.

 

გაციება ხშირ შემთხვევაში მარტივად მიმდინარეობს, თუმცა გასათვალისწინებელია გართულებები, რომლებიც გახანგრძლივებულ დაავადებას შესაძლოა თან ახლდეს. ესენია:

  • დართული მეორადი ბაქტერიული ინფექცია
  • მწვავე შუა ოტიტი
  • სინუსიტი
  • ბრონქიტი
  • პნევმონია
  • ასთმის გამწვავება.

 

გაციების დიაგნოსტიკა ხდება კლინიკური მონაცემების შეფასებით, სიმპტომებით და ფიზიკური გამოკვლევის საფუძველზე. თუ არსებობს ეჭვი გართულებებთან ან ბაქტერიულ ინფექციებთან დაკავშირებით, ექიმს შეუძლია დანიშნოს რენტგენი ან სხვა დამატებითი ანალიზები.

 

მკურნალობა მიმდინარეობს სიმპტომურად. 

 

პრევენციისთვის ხშირად დაიბანეთ ხელები და მოარიდეთ სახესთან შეხებას, დაიცავით ჰიგიენის ნორმები და მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს.