ბავშვთა ვირუსული ინფექციები

ბავშვთა ვირუსული ინფექციები
ბავშვთა ვირუსული ინფექციები

  ბავშვთა ავადობის ყველაზე ხშირი მიზეზი ვირუსული ინფექციებია. რომლებიც ზედა სასუნთქი გზების, რესპირატორული დაავადებების სახით ვლინდება. ბავშვი ნებისმიერ ასაკში სხვადასხვა ვირუსით შეიძლება დაავადდეს. მაგრამ გახშირებული ავადობა არ ნიშნავს მის დაბალ იმუნიტეტს. წლების განმავლობაში სხვადასხვა ვირუსულ ინფექციასთან შემხებლობის შემდეგ ორგანიზმს უვითარდება ბრძოლისუნარიანობა და ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო იშვიათად ხდება ავად. 

 

ვირუსული ინფექციის სიმპტომებია:

  • სურდო
  • ცემინება
  • ხველა
  • ტემპერატურა
  • ყელის ტკივილი
  • თვალების სიწითლე
  • ყურების ტკივილი

  

  ვირუსული ინფექციებისგან გამოწვეული პრობლემები ბავშვს შეიძლება ერთი კვირიდან სამ კვირამდე გაუგრძელდეს. უმეტეს შემთხვევებში ვირუსული ინფექცია არ არის სერიოზული დაავადება, მაგრამ თუ მას დაემატება ბაქტერიული ინფექცია, თავს იჩენს გართულებები. რაც შეიძლება მოიცავდეს ყურის, ყელის, სინუსების და გულმკერდის ინფექციას. გამოიწვიოს ცხელება, ყელის ძლიერი ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხიხინი და ბრონქოსპაზმი.

 

  ვირუსული ინფექციების გავრცელება ხდება ჰაერწვეთოვანი გზით, როდესაც დაავადებული ადამიანი დაახველებს, დააცემინებს ან დაბინძურებული ხელებით შეეხება საერთო მოხმარების ნივთებს. ვირუსები არ ვრცელდება ცივი ჰაერით ან ორპირში დგომით.  

 

აუცილებელია მიმართოთ ექიმს თუ ბავშვს:

  • 5 დღეზე მეტად გაუხანგრძლივდა ცხელება
  • 10 დღეზე მეტად გაუხანგრძლივდა სურდო
  • აქვს ძლიერი ყელის ტკივილი
  • აქვს ხველა
  • სტკივა ყური
  • უჭირს სუნთქვა
  • ულურჯდება ტუჩები
  • არის უენერგიო და ხანგრძლივად სძინავს
  • აქვს მოჭარბებული ენერგია
  • აქვს ტკივილი გულ-მკერდის არეში
  • სტკივა თავი
  • არის 3 თვემდე ასაკის.

 

  დაავადებული პატარას მკურნალობა სიმპტომურად ხდება. ჩივილებიდან გამომდინარე შეგვიძლია შევუმსუბუქოთ მდგომარეობა და მივაღებინოთ ბევრი სითხე. ვირუსს ვერ ვაიძულებთ დროზე ადრე გავიდეს ორგანიზმიდან ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვი ვამყოფოთ კომფორტულ მდგომარეობაში და შევინარჩუნოთ სიმშვიდე.

 

აღსანიშნავია რომ ვირუსული ინფექციის დროს ანტიბიოტიკოთერაპია უშედეგოა. ანტიბიოტიკებით მკურნალობენ ბაქტერიულ ინფექციებს.  


  პრევენციისთვის, ბავშვები მოარიდეთ მასიური თავშეყრის ადგილებს. ვირუსული ინფექციების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა ხელების ხშირი დაბანა. 

გახსოვდეთ იმუნიზაცია ან ვაქცინაცია თქვენს პატარას ვირუსებს ვერ აარიდებს, მაგრამ დაიცავს ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან.