ქუნთრუშა

ქუნთრუშა

  ქუნთრუშა მწვავე ინფექციური დაავადებაა. გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, უშუალო კონტაქტის, საყოფაცხოვრებო ნივთების, სათამაშოების მეშვეობით, დაავადებული ან ბაქტერია-მატარებელი ადამიანისგან. უმეტესად ავადდებიან ბავშვები. ავადობის გამომწვევი მიზეზი არის სტრეპტოკოკი ან სტაფილოკოკი, რომელიც გამოიმუშავებს ტოქსინს, ეს კი გამოვლინდება მაღალი ტემპერატურის და კანზე გამონაყარის სახით. ინკუბაციის პერიოდი 2-7 დღე გრძელდება.

 

დაავადებულ ბავშვს სიმპტომები ძალიან მალე უვითარდება. ესენი შეიძლება იყოს:

  • კანზე წითელი წვრილ-წერტილოვანი გამონაყარი
  • მაღალი სიცხე
  • ღებინება
  • კისრის ზედა ლიმფური კვანძების გადიდება
  • ანგინა
  • მოთეთრო ნაცრისფერი ნადები ენაზე

 

ქუნთრუშას ახასიათებს პერიოდულობა. ხშირია შემოდგომასა და ზამთარში. დაავადების გადატანის შემდეგ ვითარდება ძლიერი იმუნიტეტი.

 

  ბავშვთა სხვა ინფექციური დაავადებებისგან განსხვავებით ქუნთრუშას იწვევს არა ვირუსი არამედ ბაქტერია. ვაქცინაცია არ ხდება. მაგრამ შესაძლებელია ანტიბიოტიკებით მკურნალობა. განასხვავებენ ქუნთრუშას მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს. მძიმე ფორმა შესაძლოა იყოს ტოქსიკური, დაზიანდეს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ქუნთრუშას გართულებები ძალიან იშვიათია, მოიცავს კისრის ჩირქოვანი ლიმფადენიტის და ცხვირის დანამატი ღრუების ანთებას. მკურნალობის პირობებში სიკვდილიანობა თითქმის არ არის. 

 

დიაგნოსტიკისთვის საჭირო მეთოდებია:

  • სწრაფი სტრეპტოკოკული ტესტი
  • ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა
  • სისხლის შრატში სტრეპტოკოკის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა.

 

მკურნალობა ხდება სიმპტომურად ანტიბიოტიკების საშუალებით. 

 

  ქუნთრუშას პრევენციისთვის აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა. ხალხმრავალ და ჩაკეტილ სივრცეებში ვიზიტისგან თავის შეკავება. 

დაავადების შემთხვევაში, გართულებების თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა.