პროსტატიტი

პროსტატიტი

პროსტატიტი არის მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ანთება.

 

წინამდებარე ჯირკვალი - პროსტატა შარდის ბუშტის ქვეშ მდებარეობს, გამოიმუშავებს სითხეს რომლითაც სპერმის გათხელებას და სპერმატოზოიდების მოძრაობას უწყობს ხელს, რაც განაყოფიერებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. გარდა ამისა პროსტატა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მამაკაცის ჯანმრთელობასა და ზოგადად მისი აქტიური ცხოვრების წესში. პროსტატის ნორმალური ფუნქციონირება ქმნის ბარიერს და ბლოკავს შარდის ბუშტის ყელს რომ შარდი არ მოხვდეს ეაკულატში. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოშარდვის პროცესში, რადგან შარდვის დროს უნდა მოხდეს პროსტატის მოდუნება რათა შარდვა არ იყოს მტკივნეული, ხშირი და გართულებული. 

 

პროსტატიტის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:

  • ხშირი გაციება
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
  • სხვადასხვა ორგანოს ანთებითი და ჩირქოვანი დაავადებები. მაგ: ანგინა, ბრონქიტი, ტუბერკულოზი და სხვა
  • მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (მჯდომარე ცხოვრების წესის გამო)
  • შორისის ქრონიკული ტრავმები (ველოსიპედი, მოტოციკლი და სხვა)
  • სქესობრივი ცხოვრებისგან ხანგრძლივი თავშეკავება
  • დაბალი იმუნიტეტი
  • სტრესი, ფსიქიკური ჯანმრთელობა, ფიზიკური გადატვირთვა, არაჯანსაღი კვება.

 

პროსტატიტი შეიძლება განუვითარდეს მამაკაცს ნებისმიერ ასაკში. არსებობს მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი. 

პროსტატიტის სიმპტომებია:

  • ტკივილი შარდვის დროს
  • შარდვის გაძნელება
  • შარდვა მცირე პორციებით ან წვეთებით
  • უნებლიე შარდვა
  • ტკივილი მენჯის არეში ან წელის ქვედა ნაწილში
  • ერექციული დისფუნქცია
  • სხეულის მომატებული ტემპერატურა

 

მკურნალობა დიაგნოსტიკა

პროსტატიტის მკურნალობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დიაგნოზზე. 

სიმპტომების შემჩნევისთანავე აუცილებელია მიმართოთ უროლოგს და ჩაიტაროთ გამოკვლევები:

  • შარდის ანალიზი
  • ულტრაბგერითი კვლევა
  • სპერმის ანალიზი

პროფილაქტიკისთვის აუცილებელია პერიოდულად ჩაიტაროთ გამოკვლევები, მოერიდოთ ორგანიზმის გადაციებას და დაკავდეთ ფიზიკური აქტივობით.