უროლოგია

უროლოგია

უროლოგია მედიცინის დარგია, რომელიც საშარდე სისტემასა და მამაკაცის სასქესო ორგანოების დაავადებებს შეისწავლის. ასაკის მატებასთან ერთად, უროლოგიური დაავადებების განვითარების რისკიც იზრდება,  რაც დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას საჭიროებს. 

 

კვალიფიციური უროლოგი დაგეხმარებათ საფუძვლიანად გამოიკვლიოთ სიმპტომები და დაავადება საწყის ეტაპზე აღმოაჩინოთ. ადრეულად დასმული დიაგნოზი მკურნალობის პროცესს მარტივს და სწრაფს გახდის.

 

ვინ არის უროლოგი?

ექიმი უროლოგი უზრუნველყოფს საშარდე გზებისა (თირკმელები, შარდის ბუშტი, სათესლე ჯირკვლები, შარდსაწვეთები, ურეთრა) და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის დარღვევების დიაგნოსტირებას, მკურნალობასა და  პრევენციას. 

მულტიპროფილურ კლინიკა “კანში” დაგხვდებათ კარგი უროლოგი, რომელიც სიმპტომებს სიღრმისეულად შეისწავლის და თქვენზე მორგებულ მკურნალობის გეგმას შეადგენს.

 

ჩვენი კლინიკის უროლოგიური სერვისი მოიცავს:

  • სპეციალისტის კონსულტაციას;
  • სრულ ლაბორატორიულ კვლევას;
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკას;
  • ულტრაბგერით კვლევას უახლესი აპარატურის დახმარებით;
  • მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვას 

ჩვენს კლინიკაში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა შარდის ანალიზის საფუძველზეა შესაძლებელი, რაც უახლეს და აპრობირებულ მეთოდს წარმოადგენს მსგავსი დაავადებების მკურნალობაში. ეს მეთოდი სრულად გამორიცხავს ტკივილსა და დისკომფორტს.

 

გავრცელებული უროლოგიური დაავადებებია: 

 

საშარდე გზების ინფექციები (UTIs) - ინფექციები, რომლებიც საშარდე სისტემის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს, მათ შორის, შარდის ბუშტში, ურეთრასა და თირკმელებში.

საშარდე გზების ინფექცია საკმაოდ რთული დაავადებაა და ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზეც. მან შესაძლოა შფოთვა, დეპრესია, ძილთან დაკავშირებული პრობლემები და ზოგჯერ ჰალუცინაციებიც კი გამოიწვიოს. 

 

თირკმლის ქვები - მყარი ნაწილაკები, რომლებიც თირკმელებში წარმოიქმნება და საშარდე გზებს ბლოკავს. თირკმელებში კენჭების გაჩენას, ძირითადად, დეჰიდრატაცია, ჭარბი წონა, საჭმლის მომნელებელი სისტემების დარღვევები, ცილოვანი დიეტა და საშარდე გზების პრობლემები იწვევს. 

 

პროსტატიტი - პროსტატის ჯირკვლის ანთებაა, რომელიც სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, არააქტიური ცხოვრების წესი, ყაბზობა.

 

პროსტატის სიმსივნე - დაავადება უმეტესად ხანდაზმულებში გვხვდება.  გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა რისკ ჯგუფში ასაკოვანი ადამიანები და გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე პაციენტები არიან. 

 

პროსტატის კიბო ნელა ვითარდება და ადრეულ სტადიაზე მისი სიმპტომები რთულად შესამჩნევია, მაგრამ დაავადების პროგრესირებასთან ერთად, სიმპტომები შემდეგნაირია - შარდვის გაძნელება, გახშირებული შარდვა, სისხლი შარდსა და სპერმაში, დისკომფორტი მენჯის არეში. 

 

შარდის ბუშტის სიმსივნე - შარდის ბუშტის სიმსივნეს სისხლიანი შარდი, გახშირებული და მტკივნეული  შარდვა, ასევე მენჯისა და ზურგის ტკივილი ახასიათებს. 

 

სათესლე ჯირკვლის კიბო - დაავადება, ძირითადად, 15-დან 35 წლამდე ასაკის მამაკაცებშია გავრცელებული. რისკ-ჯგუფში კი ისეთი პაციენტები შედიან, რომლებსაც დაავადების მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვთ. სიმსივნეს შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: ზურგის ან მუცლის ტკივილი, სათესლე ჯირკვლების შეშუპება, ფორმის ცვლილება და ძლიერი ტკივილი.

 

ერექციული დისფუნქცია (ED) - ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების მუდმივი სირთულე. დაავადება შესაძლოა მაღალმა წნევამ, ქოლესტერინმა, შაქრიანმა დიაბეტმა, დეპრესიამ, შფოთვამ და ჰორმონალურმა პრობლემებმა გამოიწვიოს.

 

უნაყოფობა - უნაყოფობა მამაკაცებში ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული. ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ჭარბი მოხმარება, სხვადასხვა მედიკამენტები, ჰორმონალური დისბალანსი, გენეტიკური წინასწარგანწყობა, სათესლე ჯირკვლის პრობლემები და სხვა გართულებები დიდ როლს თამაშობენ ამ პრობლემის განვითარებაში.

 

უროლოგია  - კლინიკა “კანის” მომსახურება

მულტიპროფილური კლინიკა “კანი” მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. თანამნედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდები გვეხმარება მკურნალობის პროცესი წარმატებულად წარვმართოთ.

ჩვენს კლინიკაში კონფიდენციალურობა დაცულია და მკაცრად კონტროლდება. შეგახსენებთ, რომ კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია სპეციალისტთან წინასწარ ჩაწერა.

სხვა სერვისები