D ვიტამინის დეფიციტი

D ვიტამინის დეფიციტი

D ვიტამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის ჯანმრთელ ფუნქციონირებაში. ჩართულია იმუნური სისტემის რეგულირებაში, ასევე კალციუმის ათვისების უნარსა და ძლიერი ძვლების შენარჩუნების პროცესში. გარდა ამისა კვლევებით დადგინდა D ვიტამინის მნიშვნელობა ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტისა და გაფანტული სკლეროზის პრევენციისას და მკურნალობის დროს.

როგორც ცნობილია D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს რაქიტს (მყიფე ძვლები), ძვლოვანი ქსოვილის დემინერალიზაციას და ძვლების სტრუქტურის ცვლილებას. 

D ვიტამინის დეფიციტი ხშირ შემთხვევაში კლინიკურად გამოხატული არ არის თუმცა აღსანიშნავია სიმპტომები რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს:

  • სუსტი იმუნური სისტემა
  • კუნთების სისუსტე და ტკივილი
  • ჭარბი ოფლიანობა
  • დეპრესია
  • მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)
  • ქოლესტერინის დონის მატება
  • ჭარბწონიანობა და ნაწლავური პრობლემები
  • კანის ცვლილებები
  • ემოციური ფონის არამდგრადობა.

მნიშვნელოვანია ყოველდღიურად მოხდეს D ვიტამინის მიღება სხვადასხვა წყაროებიდან, მზის აბაზანების ან საკვების სახით. მზის სხივების ქვეშ დამცავი საცხების გარეშე ყოფნა ყველაზე დიდი წყაროა როგორც ბავშვებისთვის ასევე მოზრდილებისთვის, თუმცა აუცილებელია გონივრული ზღვრის დაცვა. აღსანიშნავია რომ 10:00 – 15:00 სთ-ის შუალედში წარმოქმნილი D ვიტამინი სისხლში 2-ჯერ მეტი ხანგრძლივობით რჩება ვიდრე საკვებით მიღებული D ვიტამინი. 

საკვები პროდუქტები რომლებიც შეიცავს D ვიტამინს არის:

  • რძე და რძის პროდუქტები
  • ოკეანის თევზი (ცოცხალი, გაყინული, დამარინადებული, კონსერვირებული)
  • მარცვლეული
  • ფორთოხლის წვენი

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რომ D ვიტამინით გამდიდრებული საკვები არ შეიცავს ვიტამინის საკმარის რაოდენობას რომ დღიური მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს. 

პრევენციისთვის აუცილებელია ჩატარდეს პერიოდული გამოკვლევები და განისაზღვროს D ვიტამინის დონე. მხოლოდ ამის შემდეგ ინიშნება პროფილაქტიკური მკურნალობა.