ენდოკრინოლოგიური დაავადებები

ენდოკრინოლოგიური დაავადებები

ენდოკრინოლოგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური დარგია და არაერთი დაავადებაა დაკავშირებული მასთან. ენდოკრინოლოგია შეისწავლის ადამიანის შინაგანი ენდოკრინული ორგანოების, სეკრეციის სტრუქტურას, ფუნქციებს და დაავადებებს.

 

კლინიკა კანის მრავალფეროვან სერვისებს გთავაზობთ და ჩვენთან სრული მომსახურების მიღება შეგიძლიათ:

 

  • ენდოკრინოლოგის მომსახურება;
  • სრული ლაბორატორიული კვლევა;
  • ექოსკოპიური კვლევა.

რას მოიცავს ენდოკრინოლოგია

 

გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ თუ რა არის ენდოკრინოლოგია, გეტყვით, რომ ეს მეცნიერება ორიენტირებულია ჰორმონებზე. ორგანიზმი დიდი რაოდენობით გამოყოფს განსხვავებულ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებსაც ჰორმონები ეწოდებათ. 

 

ჰორმონი წარმოიქმნება ენდოკრინულ ჯირკვლებში. ენდოკრინული სისტემის ორგანოებს წარმოადგენენ ჯირკვლოვანი ორგანოები და ისინი გაფანტული არიან მთელს ორგანიზმში - იქნება ეს თავის ტვინი, თუ მენჯის ღრუ.

 

ენდოკრინულ სისტემას ძალიან დიდი როლი აქვს ჩვენს ორგანიზმში. ნერვულ სისტემასთან ერთად ის ერთადერთია, რომელიც მნიშვნელოვანია ფუნქციით გამოირჩევა. ენდოკრინული სისტემა  აერთიანებს მთელს ორგანიზმს და მილიარდობით უჯრედს ამუშავებს ერთად, როგორც ერთ მთლიან სისტემას.

 

ენდოკრინოლოგიური დაავადებების ტიპები

 

ენდოკრინოლოგიური დაავადების ტიპები შეგვიძლია დავყოთ რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწილად.

 

გამოსარჩევია D ვიტამინის დეფიციტი. D ვიტამინი აუცილებელია ჯანმრთელი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. ის მოქმედებს იმუნური სისტემაზე და არეგულირებს მას, ხელს უწყობს კალციუმის ათვისებას და ძლიერი ძვლების შენარჩუნების პროცესს

 

D ვიტამინის მისაღებად ყველაზე ბუნებრივი და ეფექტური გზაა მზის სხივების ზემოქმედებაა. ეს იწვევს კანში D ვიტამინის გამომუშავებას. თუმცა, D ვიტამინის გამომუშავებული რაოდენობა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა დღის დრო, გეოგრაფიული მდებარეობა, კანის ფერი და მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება.

 

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემაა. ფარისებრი ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს კისერზე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს როცა საქმე ეხება სხეულის მეტაბოლიზმს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები გავლენას ახდენენ სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პროცესებზე, მათ შორის ენერგიის წარმოებაზე, ზრდაზე და ორგანოებისა და ქსოვილების ფუნქციონირებაზე. 

 

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად აუცილებელია ჩატარდეს ორი ტიპის კვლევა: ექოსკოპიური დათვალიერება და ჰორმონალური სპექტრის განსაზღვრა. კლინიკა “კანის” კვალიფიციური გუნდი გამოცდილია დაავადების დიაგნოსტირებაში და გარდა ამისა, თანამედროვე აპარატურა საქმეს ბევრად ამარტივებს.

 

მოგვეხსენება რომ დიაბეტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ხშირ შემთხვევაში დიაგნოზის დასმა ხდება შემთხვევით, პროფილაქტიკური კვლევების შემდეგ ან დიაბეტის მიერ გამოწვეული დაავადებების დიაგნოსტიკის პროცესში. ამიტომ, მნიშვნელოვანია დროულად ჩაეწეროთ ენდოკრინოლოგთან და სამომავლოდ თავიდან აირიდიოთ გართულებები. დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობას ადგენს ექიმი ინდივიდუალურად დიაგნოზიდან გამომდინარე.

 

კლინიკა “კანის” ენდოკრინოლოგიური კაბინეტი აღჭურვილია ყველა საჭირო აპარატურით, რაც აუცილებელია ყველა ზემო ჩამოთვლილ დაავადებასთან საბრძოლველად. შეგახსენებთ, რომ ექიმთან დროული ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების თავიდან არიდებისთვის.