ფეხის ტერფის დაავადებები

ფეხის ტერფის დაავადებები

ადამიანების უმეტესობას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ფეხის ტერფის პრობლემები უვითარდება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას არასწორად მორგებული ფეხსაცმლის ტარებით, ზოგადი ცვეთით, ტრავმის შედეგად ან დაავადების გართულებით. ფეხის ტერფის დიაგნოსტიკა, ტერფის მკურნალობა და ტერფთან დაკავშირებულ სხვა გართულებებს სამედიცინო დარგი, პოდოლოგია შეისწავლის და მკურნალობს.

 

რა არის პოდიატრია (იგივე პოდოლოგია) 

 

უფრო ვრცლად რომ მიმოვიხილოთ, თუ რა არის პოდოლოგია, ეს არის იგივე პოდიატრია, რომელიც მეცნიერებაა და შეისწავლის ყველა შესაძლო დაავადებასა და პათოლოგიას ფეხის ტერფის შესახებ, მის დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკას, პრევენციას და უზრუნველყოფს მკურნალობას. 

 

პოდოლოგი არის სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია შეაფასოს ტერფზე კანის და ფრჩხილის მდგომარეობა. განახორციელოს ფეხის ტერფის დიაგნოსტიკა, რეაბილიტაცია და მკურნალობა.

 

პირველი ნიშნები, შეიძლება იყოს დაზიანება ტერფის კანზე, მაგალითად გაუხეშებული ქუსლები, ნახეთქები, კოჟრის საწყისი ეტაპი, მცირე ცვლილება ფრჩილზე და ა.შ. ეს ის ნიშნებია, როდესაც აუცილებელია ეწვიოთ სპეციალისტს.

 

სამედიცინო დისციპლინით პოდოლოგია ესაზღვრება: ქირურგიას, ორთოპედიას, დერმატოლოგიასა და ენდოკრინოლოგიას. მედიცინის ამ მიმართულებას, შეუძლია დაავადების გამომწვევი მიზეზის  ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება. კერძოდ:

 

  • ფრჩხილის სოკოვანი დაავადება (ონიქომიკოზი),
  • ონიქოდისტროფია;
  • ონიქოგროფოზი;
  • ფრჩხილქვეშა მეჭეჭი;
  • ფრჩხილქვეშა კოჟრი;
  • ჩაზრდილი ფრჩხილი;
  • ტერფის კოჟრი;
  • ტერფის მეჭეჭი;
  • ჰიპერკერტოზი (გარქოვანებული ქუსლები);
  • დიაბეტური ტერფი (წყლულების დამუშავება) და სხვა.

 

ტერფის დაავადებების მკურნალობა

 

კლინიკა ,,კანში" კვალიფიციური ექიმების გუნდი პოდოლოგიურ პროცედურებს როგორც ტექნოლოგიური მეთოდით, ასევე სპეციალური სტერილური ინსტრუმენტების საშუალებით ატარებს. მკურნალობის პროცესში უპირატესობა ენიჭება აპარატურული მეთოდის გამოყენებას, რომელიც ტარდება უსისხლოდ და უმტკივნეულოდ.

 

დახეთქილი ქუსლი ერთ-ერთი გავრცელებულია პრობლემაა. პირველ რიგში, ეს პროცესი ჩნდება მაშინ, როდესაც კანი იწყებს ფეხის ტერფზე გამოშრობას. იწყება გარქოვანება, ჰიპერკერატოზია და შემდგომ სკდება. ასე შემთხვევაში, ტერფის მკურნალობა იქნება გარქოვანებული პროცესის უნდა მოიხსნით. საჭიროა თავიდან ჩატარდეს პროცედურები და შემდეგ პაციენტი სახლის პირობებში გააგრძელებს მკურნალობას. 

 

პირველი რეკომენდაცია, არის კომფორტული ფეხსაცმელი, რომ ტრავმირება ავირიდოთ. აუცილებელია, რომ ფეხის ტერფი იყოს დატენიანებული. რაც შეეხება ფრჩხილებს, მასაც ჭირდება დატენიანება და სახლის პირობებში შესაძლებელია ფეხების ფრჩხილის დამატენიანებელი ზეთი გამოვიყენოთ.

 

კლინიკა აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და პროფესიონალი გუნდი მუდამ მზადაა ტერფის დაავადების მკურნალობა დროულად დაიწყოს. იქნება ეს წინა ტერფის ტკივილი, ფეხის ტერფის დაჭიმულობა, ტერფის ართრიტი თუ სხვა, მნიშვნელოვანია, რომ საქმეში ჩაერთოს გამოცდილი პოდოლოგი.

 

გარდა აპარატურული დამუშავებისა კლინიკაში ხორციელდება ჩაზრდილი ფრჩხილის თანამედროვე მეთოდით მკურნალობა. გამოიყენება სპეციალური ბრეკეტი, რომელიც იზრდება ფრჩხილთან ერთად და ხელს უწყობს მის კორექციას.  

 

პოდოლოგიასთან დაკავშირებული დაავადებები

როგორც უკვე აღვნიშნეთ პოდოლოგია ფეხის ტერფის დაავადებების მკურნალობა მოიცავს. გაეცანით ვრცელ ინფორმაციას ამ დაავადებების შესახებ: