ონიქომიკოზი სოკოვანი დაავადებაა რომელიც უმეტესად ჩნდება ფეხის ფრჩხილებზე, თუმცა ქუსლებისა და თითების დაზიანებაც შეუძლია.
დაავადების გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც შინაგანი ასევე გარეგანი ფაქტორები.
შინაგან ფაქტორებს განეკუთვნება:
გარეგანი ფაქტორებიდან აღსანიშნავია:
სოკოვანი ინფექციის ზემოქმედებით, პირველ რიგში, იცვლება ფრჩხილის ფერი. იღებს მოთეთრო, მოყვითალო ან ნაცრისფერ შეფერილობას. შესაძლოა დაერთოს თითებს შორის კანის სიწითლე და ქავილი. ფრჩხილის რქოვანი გარსი ფხვიერდება და იფცქვნება. დაავადების გამო ფეხის ფრჩხილები სქელდება, ხდება მტვრევადი, ქმნის დისკომფორტს და ტკივილს ფეხსაცმლის ტარებისას.
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა. დაავადების უყურადღებოდ დატოვება იწვევს სოკოს გამრავლებას და ესთეტიკური ფორმის დამახინჯებას.
კლინიკა “კანში“ მკურნალობა, ევროპული სტანდარტებით, ევროპის პოდოლოგთა ასოციაციის მიერ აღიარებული მეთოდითა და სამკურნალო მასალებით მიმდინარეობს.
აღნიშნული მეთოდით მკურნალობის ერთ-ერთ მთავარ რგოლს წარმოადგენს ფრჩხილების პოდოლოგიური დამუშავება და ამასთან ერთად ადგილობრივი ანტიმიკოზური საშუალებების გამოყენება. სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე.